Cart Icon- 0

ჩვენს შესახებ

ადგილზე მიტანა

შეიძინეთ ონლაინ და მიიღეთ ადგილზე

ევროპული ხარისხი

სტაბილური, უცვლელი ხარისხი

100% ნატურალური

არ ვიყენებთ ხელოვნურ მინარევებს, ფხვნილებსა თუ კონსერვანტებს

ვირტუოზი კონდიტერები

დახვეწილი დიზაინისა და განუმეორებელი გემოს ჰარმონია

აზატოს ტორტებისა და დესერტების უცვლელი გემო და სტაბილური ხარისხი განაპირობებს იმას, რომ უკვე 5 წელია, რაც ყოველდღიურად ჩვენს 6 საფირმო მაღაზიას ასობით ლოიალური კლიენტი სტუმრობს.


ჩვენი კონცეფცია მარტივია - მხოლოდ მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ევროპული (ბელგიური, ფრანგული და იტალიური) ინგრედიენტები და ევროპული ჰიგიენური სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით შექმნილი  უნიკალური რეცეპტურისა და დიზაინის პროდუქცია.

საბავშვო , სადღესასწაულო დღის და საქორწილო ტორტები შეკვეთით

შეგვიკვეთეთ თქვენთვის სასურველი დიზაინის, ზომისა და ბიუჯეტის ტორტი, რომელსაც ჩვენი მაღალი კლასის მხატვარ-დიზაინერები სპეციალურად თქვენთვის შექმნიან. გაალამაზეთ დაბადების დღე, ქორწილი ან სხვა ნებისმიერი დღესასწაული აზზატოს ექსკლუზიური ტორტით, რომელიც დახვეწილ და ეფექტურ დიზაინთან ერთად განუმეორებელი გემოთიც გამოირჩევა.

*ექსკლუზიური ტორტების გაფორმებისას ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის იტალიურ მარციპანს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება საგემოვნო თვისებებითა და ხარისხით მისი დაბალფასიანი ანალოგებისგან.

შეუკვეთეთ საბავშვო, სადღესასწაულო დღისა და საქორწილო ტორტები ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და მიიღეთ ადგილზე ან წაიღეთ ჩვენი მაღაზიიდან.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სადღესასწაულო და საბავშვო ტორტების შეკვეთა სასურველია მოხდეს მინიმუმ 3-4 დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ვერ მოხერხდეს მათი დამზადება გადატვირთული გრაფიკის გამო.
თუ გსურთ გაარკვიოთ, მოესწრება თუ არა მოკლე ვადაში თქვენთვის ტორტის დამზადება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ✆595 043154 or ✆514 288 288.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ✆595 043154 ან ✆514 288 288.