მთავარი შემცველობა

სიახლეები

სიახლეები

სიახლეები

ტკბილი საჩუქარი თქვენი ვალენტინისათვის

ტკბილი საჩუქარი თქვენი ვალენტინისათვის

10.02.2017

ვერ გადაწყვიტეთ, რა აჩუქოთ თქვენს საყვარელ ადამიანს? უგემრიელესი ტორტი სპეციალური გაფორმებით აზზატოსაგან საუკეთესო არჩევანია. გთავაზობთ ორი სახეობის ტორტს ვალენტინობისათვის: ნუარი, ბელგიური შოკოლადის ტორტი ნიგვზით და მილანო, ალუბლის ტორტი 2 სახის საფირმო კრემით.

ახალი მაღაზია წერეთლის გამზირზე

ახალი მაღაზია წერეთლის გამზირზე

05.01.2017

გაიხსნა ჩვენი ახალი საფირმო მაღაზია წერეთლის გამზირის 73 ნომერში . მხოლოდ დღეს და ხვალ - შეიძინეთ ჩვენს ახალ ფილიალში მინიმუმ 15 ლარის პროდუქცია და მიიღეთ საჩუქრად საშობაო ორცხობილების ნაკრები.

ნაძვის ხეების ფოტოკონკურსი დაიწყო

ნაძვის ხეების ფოტოკონკურსი დაიწყო

22.12.2016

აზზატოს ფეისბუქის გვერდი იწყებს საახალწლო ნაძვის ხეების ფოტოკონკურსს. კონკურსს გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ ფოტოზე გამოსახული ბელგიური შოკოლადის ტორტი საახალწლო გაფორმებით.

ბელგიური 3 შოკოლადის ტორტი საახალწლო დიზაინით

ბელგიური 3 შოკოლადის ტორტი საახალწლო დიზაინით

18.12.2016

ჩვენი ცნობილი ბელგიური 3 შოკოლადის ტორტი უკვე საახალწლო დიზაინითაც შეგიძლიათ შეიძინოთ. გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდებულია ჩვენს მაღაზიებში წინასწარი შეკვეთის გაკეთება, რათა საახალწლო ციებ-ცხელებისას გარანტირებულად შეგხვდეთ ეს ტორტი.

უგემრიელესი ტრადიციული სააღდგომო პასკები

უგემრიელესი ტრადიციული სააღდგომო პასკები

22.04.2016

AZZATO-ს მაღაზიებში უკვე ტრიალებს სააღდგომო პასკების მადისაღმძვრელი სურნელი! დამზადებულია ტრადიციული ქართული რეცეპტით, უმაღლესი ხარისხის ევროპული კარაქისა და 100 %-ით ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით. შეიძინეთ ან შეუკვეთეთ წინასწარ.

ახალი სამარხვო ტკბილეული აზზატოსგან

ახალი სამარხვო ტკბილეული აზზატოსგან

18.03.2016

დიდმარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, აზზატოს მაღაზიებში ასორტიმენტს შეემატა ახალი სახეობის სამარხვო ტორტები და დესერტები.

სარვამარტო დიზაინის ტორტები

სარვამარტო დიზაინის ტორტები

07.03.2016

მიულოცეთ თქვენთვის საყვარელ ქალბატონებს ორიგინალურად: ჩვენმა კონდიტერებმა სპეციალურად 8 მარტისათვის შექმნეს ორიგინალური დიზაინის თემატური ტორტები.

საახალწლო ტორტები

საახალწლო ტორტები

24.12.2015

შეხვდით ახალ, 2016 წელს ტკბილად და დაამშვენეთ თქვენი საახალწლო სუფრა აზზატოს კონდიტერების მიერ სპეციალურად ახალი წლისათვის შექმნილი დიზაინის ტორტით.

რომი - სიახლე ჩვენს ასორტიმენტში

რომი - სიახლე ჩვენს ასორტიმენტში

21.09.2015

ახალი გემო აზზატოსაგან, რომელმაც მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩვენს მომხმარებლებში. შემადგენლობა: ბისკვიტი კაკაოთი, ქოქოსის კრემი ნაღებით, შავი ბელგიური შოკოლადის განაშე, რძიანი ბელგიური შოკოლადი, არაქისი.

3 ახალი სახეობის  ტორტი უკვე გაყიდვაშია

3 ახალი სახეობის ტორტი უკვე გაყიდვაშია

05.09.2014

სასიამოვნო სიახლე ტორტების მოყვარულებისათვის ჩვენი კონდიტერებისაგან - 3 სრულიად ახალი და განსხვავებული გემო. მიქბერი, ალუბლის ტორტი და შოკოლადისა და კარამელის ტორტი უკვე გელით ჩვენს საფირმო მაღაზიებში.

საახალწლო ტორტებზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო

საახალწლო ტორტებზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო

26.12.2013

აზზატოს სტუმრებს უკვე შეუძლიათ შეუკვეთონ სპეციალური, საახალწლო დიზაინით გაფორმებული ტორტები და დესერტები.

ბანანის ტორტი - სიურპრიზი ჩვენი კონდიტერებისაგან

ბანანის ტორტი - სიურპრიზი ჩვენი კონდიტერებისაგან

04.12.2013

რამდენიმე დღის წინ ჩვენს ასორტიმენტს შეემატა საოცრად არომატული და მსუბუქი ბანანის ტორტი, რომელიც ერთი გასინჯვით შეგიყვარდებათ! ამ მცირე პერიოდში მან უკვე შეიძინა თაყვანისმცემლები ჩვენს კლიენტებს შორის. ტორტის შემადგენლობაში შედის: თეთრი ბისკვიტი, ბანანი, მოხარშული კრემი ნაღებით, ბანანის სუფლე და ბელგიური შავი შოკოლადი. ბანანის ტორტი 10-ნაჭრიანია და 25 ლარი ღირს.

4 სახეობის ეკლერი უკვე  ჩვენს მაღაზიებშია

4 სახეობის ეკლერი უკვე ჩვენს მაღაზიებშია

10.07.2013

სასიამოვნო სიახლე აზზატოსაგან! დღეიდან, ჩვენს საფირმო მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ 4 სახეობის ეკლერი: კლასიკური (მოხარშული კრემით), ტირამისუს, ყავისა და კარამელის. აღსანიშნავია, რომ ტირამისუს ეკლერი ჩვენი ექსკლუზიური მოდელია და მისი შეძენა თბილისში მხოლოდ და მხოლოდ აზზატოში შეგიძლიათ. ეკლერების ფასი 1. 5 ლარია.

სამარხვო ტკბილეული ჩვენს საფირმო მაღაზიებში

სამარხვო ტკბილეული ჩვენს საფირმო მაღაზიებში

18.03.2013

წინასააღდგომო მარხვის პერიოდის განმავლობაში აზზატო თავის მომხმარებლებს ყოველდღიურად შესთავაზებს უგემრიელესი სამარხვო ნამცხვრების, ტორტებისა და დესერტების ფართო არჩევანს.

აზზატომ ექსკლუზიური დიზაინის ტორტებზე შეკვეთების მიღება დაიწყო

აზზატომ ექსკლუზიური დიზაინის ტორტებზე შეკვეთების მიღება დაიწყო

22.02.2013

დღეიდან, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვენს საფირმო მაღაზიებში შეუკვეთონ მათ მიერ შერჩეული დიზაინით დამზადებული ტორტები ნებისმიერ თემატიკაზე. AZZATO-ს მაღალი კლასის მხატვარ-დიზაინერები და კონდიტერები კლიენტის ნებისმიერ სურვილს რეალობად აქცევენ.

AZZATO - ნამცხვრის ახალი სახლი თბილისში

AZZATO - ნამცხვრის ახალი სახლი თბილისში

04.02.2013

გაიხსნა ნამცხვრის სახლ „AZZATO”-ს პირველი ორი საფირმო მაღაზია - ვაკეში, ირაკლი აბაშიძის 34-ში და დიდ დიღომში, მეფე მირიანის 86-ში.